” Gearn-ის საცდელი პროექტი: ჩვენ კავკასიელები ვართ!

Sunday, October 12, 2008

ჩვენ კავკასიელები ვართ

1)პროექტი:ჩვენ კავკასიელები ვართ!
2)პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები გაეცნობიან კავკასიელი ერების ისტორიას, ტრადიციებს, კულტურას და მოახდენენ მათ შედარებას, იმის დასადგენად თუ რა აერთიანებს კავკასიელ ერებს ერთმანეთთან და რითი განსხვავდებიან ისინი სხვა ერებისაგან.
3) პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს ჩრდილო და სამხრეთ კავკასიელი ერების(ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, ჩეჩნების, აფხაზების, ინგუშების, ყაბარდოელებისა და სხვ. ) ისტორიის, კულტურის, ეთნოგრაფიისა და ფოლკლორის შესახებ.
გაეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას კავკასიელებზე. ნახავენ მხატვრულ და დოკ. ფილმებს კავკასიელების ტრადიციებზე.
მონიშნავენ www.panoramio.com -ზე კავკასიას და კავკასიის სახელმწიფოების ტერიტორიებს.
გაეცნობიან კავკასიაში მოგზაურ უცხოელთა შთაბეჭდილებებსა და გამონათქვამებს კავკასიელების შესახებ.
გაესაუბრებიან კავკასიელი ერების წარმომადგენლებს და აიღებენ მათგან ინტერვიუებს თემაზე: ჩვენ კავკასიელები ვართ!
გააკეთებენ ვებ-გვერდს „კავკასია“, სადაც თავმოყრილი იქნება ყველა სახის ინფორმაცია(გეოგრაფიული მდებარეობისა და გარემოს შესახებ, კავკ. ქვეყნების ისტორია, აგრეთვე მასალები მათი კულტურის, ფოლკლორის და დღევანდელი ყოფის შესახებ. გაკეთდება ფოტოალბომი ). ვებ-გვერდი განთავსდება /www.gearn.blogspot.com/ - ზე. გაიხსნება დისკუსია თემაზე: „კავკასიელებს საერთო ფესვები აქვთ.“ ასეთი დისკუსიები შეიძლება გაიმართოს სკოლებშიც. რადგან პროექტის მიზანი არის სწორედ იმის წარმოჩენა რომ კავკასიელები ერთნი ვართ, მენტალიტეტით, ტრადიციებით, კულტურით და ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ვეომოთ.
4)მონაწილეთა ასაკი/კლასები: ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ13- 16, 17-18//VII_VIII, IX-XII
5)ვადები/ხანგრძლივობა: პროექტი გაგრძელდება 2009 წლის 1 ივლისამდე
6)პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ვებ-გვერდის შექმნა. ნახატების, პლაკატების, ფოტოებისა და ესეების კონკურსი; ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება, ინტერვიუები, დისკუსიები, სპექტაკლი, ფილმების განხილვა, მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენა, დისკუსია თემაზე: „ჩვენ კავკასიელები ვართ!“, გუნდური წერა თემაზე: „კავკასიელებს საერთო ფესვები გვაქვს“ კონფერენციები თემაზე: „კავკასიელები“
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ვებ-გვერდი, პლაკატები, ფოტო-კოლაჟი, ესეები, სპექტაკლები, ელ-ჟურნალები, გაზეთები, ნარკვევები, ესეები.
8)სარგებელი სხვებისთვის:მოცემული აქტივობებით მოხდება წარმოჩენა იმისა რომ კავკასიელები ერთნი ვართ, მენტალიტეტით, ტრადიციებით, კულტურით და ამიტომ არ შეიძლება ჩვენ ერთმანეთს ვეომოთ. რომ აფხაზიც, ოსიც და სხვა კავკასიელი მცირე ერებიც მხოლოდ ჩვენთან გაერთიანებით შეინარჩუნებენ თავის ეთნიკურ სახეს, ტრადიციებს, ფასეულობებს, რადგან ჩვენ ერთი ფესვები გვაქვს და მხოლოდ დიალოგით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ გადარჩენას.
9) სამუშაო ენა:
ქართული.
ინგლისური.
რუსული.
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ამ პროექტში მონაწილეობით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ლიტერატურაში(განუვითარებს ესეების, ნარკვევების, სტატიების წერის, კითხვის, მოსმენის, უნარებს. განუვითარდებათ დისკუსიის წარმართვის და მასში მონაწილეობის უნარები.),
ისტორიასა და საზ.მეცნიერებებში. (შეისწავლიან ისტორიულ კვლევასა და ინტერპრეტაციას- კავკასიელთა შორის ურთიერთებებს, კულტურის, ფოლკლორისა და ტრადიციების მსგავსების, ასევე მათ შორის არსებული კონფლიქტების მიზეზებს, განვითარებასა და შედეგებს),
ხელოვნებაში (კავკასიის თემაზე შექმნილი ნახატების,ფოლკლორის, კინო-ფილმებისა თუ ლიტერატურული ნაწარმოებების მიმოხილვით, სპექტაკლის,ნახატების შესრულებით, ფოტო - ვიდეო გადაღებებით შესძლებენ ამ საგნისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას).
გეოგრაფია(გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს,დაიტანენ კონტურულ რუკაზე საზღვრებს)
უცხო ენები (გაიუმჯობესებენ ენების ცოდნას)
რელიგია (მიმოიხილავენ რელიგიურ ასპექტს კავკასიელი ერების ურთიერთობაში)
ფიზიკური აღზრდა(გაეცნობიან და მიმოიხილავენ კავკასიელების საბრძოლო ხელოვნებას)
ისტ.ტექნოლოგიებში ( გაიუმჯობესებს სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის უნარებს:Power Point,Mowie Maker, Picture Manager, Nvu)
11) მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
ქ. თბილისის 181-ე საჯ. სკოლა
12) პროექტის ფასილიტატორის სახელი:ხათუნა მეტონიძე
13)პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: metobeli@gmail.com
14) პროექტის ფორუმი:
15) პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.kavkasielebi.blogspot.com.

იცნობთ თუ არ კავკასიელებს?

About Me

tbilisi, Georgia
me var qartveli, mashasadame cavcasieli.